რეზონანსი
20.08.2017

 (რეზონანსი) ეკონომიკური ანალიტიკოსის, ჯეიმს კაკმაკი აზრით, „Twitter"- ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ამ სოციალურ ქსელში საკუთარ გზავნილებს აღარ განათავსებს. კაკმაკის შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით დონალდ ტრამპზე უკეთესი რეკლამა არსად მოიძებნება.

„Bloomberg"-ის ინფორმაციით, ანალიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი „Twitter"-ის გამოყენებას შეწყვეტს, ეს მომხმარებლის მასობრივი გადინებას არ გამოიწვევს, მაგრამ სოციალური ქსელის არამატერიალური აქტივებისა და ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდება.

სოციალური ქსელი „Twitter"-ი 2006 წელს შეიქმნა და ყველაზე „ნახვადი „ ინტერნეტრესურსების ათეულში შედის. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 11.7 მილიარდი აშშ დოლარია და იმ დროიდან, რაც ტრამპი აშშ-ის რეზიდენტი გახდა, 14% -ით შემცირდა.

ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სკულპტურა დადგეს, რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთი სკვერის სკამზე ზის და მტრედებს „ტვიტებით" კვებავს.

„Twitter"- ის ოპერაციების დირექტორის, ენტონი ნოუტოს განცხადებით, ტრამპის ჩანაწერები სოციალურ ქსელში საზოგადოების ინტერესს იწვევს.

„ბედნიერი ვიქნებით, თუ ყველა მსოფლიო ლიდერი გამოიყენებს „Twitter"-ს, როგორც თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციის ძირითად მექანიზმს" , - აცხადებს ნოუტო.

დონალდ ტრამპი „Twitter"- ზე 2009 წლიდან არის დარეგისტრირებული. მას ქსელში 35600 შეტყობინება აქვს დაწერილი,საშუალოდ, რვა შეტყობინება დღეში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×