რეზონანსი
20.08.2017

 (რეზონანსი)წაღვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი მთაზე, ტყის მასივს მოეკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ადგილზე უკვე მივიდნენ სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები.

ხანძარი გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეც. სოფელ დაბასთან იწვის ტყის მასივი. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით,ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.სამუშაოებს ისიც ართულებს, რომ ტექნიკა ბოლომდე ვერ მიდის და მეხანძრეებს შემთხვევის ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა მასშტაბით არის ცეცხლი გავრცელებული.

„ეს არის სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორია. სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა შეტყობინების მიღება. სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე არიან უკვე. ასევე, შსს-ს დანაყოფები, ყველა. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გავრცელების ფართობი" , - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.

ხანძრის ამსახველ ვიდეოებს და ფოტომასალას ადგილზე მყოფი მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×