რეზონანსი
20.08.2017

 (რეზონანსი) ლისის ტბასთან ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ „რუსთავი 2" იუწყება. როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი დაახლოებით 1500-მდე კვ.მ.-ს მოედო.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მის ლიკვიდირებაზე მუშაობას ისევ აგრძელებენ.

დამწვარია რამდენიმე წიწვოვანი ხე. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×