რეზონანსი
20.08.2017

 (რეზონანსი) „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დაჩი ცაგურია გაფიცული რკინიგზელების ბრალდებებს პასუხობს. რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე დაჩი ცაგურიას უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

ცაგურიას თქმით, რკინიგზელების მხრიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებები „არარეალური" და „არასერიოზულია".

„ეს ბრალდებები ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. პეტრიაშვილი თავის ამ პირად ბოღმას ამ ფორმით ანთხევს ჩემზე. ისინი არ არიან რკინიგზის თანამშრომლები და აშიმშილებს იმიტომ, რომ დამაზიანოს, ჩემი რეპუტაცია შელახოს. ირაკლი პეტრიაშვილი არის სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკური ლიდერი," - აცხადებს დაჩი ცაგურია.

გაფიცული რკინიგზელები ხვალიდან ფართომასშტაბიან შიმშილობას გეგმავენ. რკინიგზელები პროტესტის ნიშნად უკვე მე-6 დღეა შიმშილობენ. ისინი სამუშაოსთვის საცხოვრებლით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×