რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) ხანძარი ხაშურში - ცეცხლი კავშირგაბმულობის ყოფილ შენობას უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, რომელიც 150 კვადრატულ მეტრ ფართობისაა.

ადგილზე 4 სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. ცეცხლის ლოკალიზებას კი 20 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

შენობა დახურულია და შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×