რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) „დემოკრატიულმა მოძრაობამ" და „თავისუფალმა საქართველომ " თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კახა კუკავა დაესახელებინათ.

„მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას" თბილისის მერის თანამდებობაზე ძალიან ღირსეული კანდიდატი ჰყავს, ჩვენ, ერთობლივი შეთანხმებით, ოპოზიციური ერთობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ასევე ღირსეული ადამიანი, თბილისის მერის კანდიდატად - კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, ასევე ღირსეული ადამიანი დიმიტრი ლორთქიფანიძე, წარმოვადგინოთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, ყველა დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის მათი კარი ღიაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×