(რეზონანსი) საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან, ამ დროისთვის, 11 რკინიგზელი შიმშილობას კვლავ განაგრძობს. ისინი დღეიდან ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონიდანაც შეუერთდებიან.
მათ მოთხოვნა, საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის დაჩი ცაგურიას და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვასილ ხორავას გადადგომა და რკინიგზის თანამშრომლების თავდაპირველი სამუშაო ადგილმდებარეობის დაბრუნებაა.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას თქმით, თანამშრომლები ერთი ადგილიდან მეორეზე საჭიროების გამო გადაიყვანეს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანიამ მათ ყველა პირობა შეუქმნა და მსგავსი გადაადგილებები მიღებული პრაქტიკაა.
შეგახსენებს, რომ საქართველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. დასაქმებულების განცხადებით, მათ მოულოდნელად განუმარტეს, რომ სამუშაო ადგილი კახეთის ნაცვლად დედაქალაქი იქნებოდა.
მუშებმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყეს.