რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ყველა ოპოზიციური პარტიისგან პასუხს ელოდება.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის პოზიცია და ოპოზიციასთან შემდეგი შეხვედრის თარიღი, სწორედ ამ პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ გადაუგზავნის.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, ოპოზიცია „ორ მკაფიო მოთხოვნას" საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მმართველ გუნდს დღეს ელექტრონულად გაუგზავნის.

რამდენიმე დღის წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით გადაგზავნა სთხოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×