რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ხელმძღვანელობა ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება. შეხვედრაზე ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზარალზე საუბრობენ.

ისნის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დღეს საკუთარი საქონლის დათვალიერების და აღწერის საშუალება მისცეს. სამართალდამცველებმა დამწვარი ტერიტორიის ერთი რიგი გახსნეს.

როგორც დაზარალებულები ამბობენ, საქონელი მთლიანად განადგურებულია. მათივე თქმით, ზარალი ათასობით ლარია. პროდუქცია კი დაზღვეული არ ჰქონიათ.

ისნის ბაზრობაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. დაახლოებით 38 ჯიხურია დამწვარი.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×