(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ არასამიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეწყვეტას გამოეხმაურა.
ლავროვის თქმით, ვაშინგტონის მიზანი, რუსეთის მოქალაქეებში მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოეწვევა იყო.
„ეს ცნობილი ლოგიკაა - ეს იმ ადამიანების ლოგიკაა, ვინც „ფერად რევოლუციებს" აწყობს. ეს ობამას ადმინისტრაციის ინერციით მიღებული გადაწყვეტილებაა" - განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია არ აპირებს, „ჯავრი იყაროს" ამერიკელებზე, თუმცა მოსკოვი ვაშინგტონში მიღებულ გადაწყვტილებას დეტალურად შეისწავლის.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეწყდება. შეზღუდვა მოსკოვში 23 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე იმოქმედებს, ხოლო რეგიონებში მდებარე საკონსულოებში არასამიგრაციო ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეწყდება.