(რეზონანსი) რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას" აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, „აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების" ფარგლებში.
დოკუმენტს ხელი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ანატოლი ხრულიოვმა, მოაწერა.
„საკონტრაქტო დოკუმენტებს, აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე, ხელი მოეწერა. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ითვალისწინებს", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები.