რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) 21 - 22 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ამასთან, 23 აგვისტოს დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება და დღის ბოლოს გაწვიმდება.

24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს.

25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 - 24 აგვისტოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება, დანარჩენ დღეებში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×