რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის პირველი ლედი ოფიციალურ სტატუსს არ მიიღებს, თუმცა გაწერილი ფუნქციების შესრულება მოუწევს.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიჯიტ მაკრონი ​საერთაშორისო სამიტებზე ​მეუღლესთან ერთად წარმოდგენილი იქნება და ასევე პრეზიდენტის სასახლეში სხვადასხვა შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას.

პირველი ლედი პერიოდულად საქველმოქმედო ფონდების წარმომადგენლებს, განათლების სფეროს მუშაკებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდება.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთის პირველი ლედის ლეგალური სტატუსი არ ექნება, ხოლო მისი აპარატის თანამშრომლები ანაზღაურებას ბიუჯეტიდან არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც პირველ ლედის ოფიციალური სტატუსი და ბიუჯეტიდან დაფინანსებული აპარატის თანამშრომლები უნდა ჰყოლოდა.

თუმცა, ამ იდეამ საფრანგეთში ვნებათაღელვა გამოიწვია. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ 300 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×