რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) ცეცხლი სოფელ დაბაში იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც, კამპანია „აღადგინეს" ფარგლებში, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი მწვანე საფარის აღდგენა მიმდინარეობდა.

კამპანიის ორგანიზატორები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ და ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მცენარეების ნაწილი უკვე დაიწვა.

კამპანიის ორგანიზატორის, სალომე კუკავას ინფორმაციით, გაზაფხულზე დარგული 30 ათასი ნერგის ნაწილი იწვის.

„ძირითადად სოფლის მხარეს ერთადერთი ვერტმფრენი მუშაობს, მეორე მხარეს კი ყურადღება ვერ ექცევა. მითითებას ველოდებით, ისიც არ ვიცით, რა გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვებიან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ, უმოქმედონი ვართ, იმიტომ რომ სახანძრო სამსახურიც კი ვერ მუშაობს, რადგან პერიმეტრთან მიახლოება, ფაქტობრივად, შეუძლებელია", -აცხადებს კუკავა

მისივე თქმით, სექტემბერში დაახლოებით 20 ათასამდე ხის დარგვა იგეგმებოდა.

ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის იმ პერიმეტრზე გავრცელდა, რომელიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა. სპეციალისტების თქმით, ცეცხლი 2008 წლის ხანძრისდროინდელ ხმელ მასალას წაეკიდა. ვითარებას მეტეოროლოგიური პირობები ართულებს, სტიქიის ზონაში ძლიერი ქარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×