რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) ბიზნესმენი პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილების შესახებ წერს.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით ტურისტული კომპანია მქონდა) 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობა დამეძაბა. კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს უკან დაბრუნება მოვითხოვე. დღგ-ს დაბრუნება კი არა, ისეთი ჯარიმა "მიფეშქაშეს" წლებია ვიხდი, ბოლოში ვერ გავედი და იძულებული ვიყავი კომპანია დამეხურა. გასაჩივრებასაც აზრი არ ჰქონდა სანამ ეგენი ხელისუფლებაში ისხდებოდნენ.

"ხოდა ჩემო კარგებო, "არაფერიც არ შეცვლილა" ამას ტიპების გასაგონად უფრო ვყვები. ტურისტული კომპანია დღესაც მაქვს, რომლის ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანაა. ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე დღგ-ს ზედმეტობა მუდმივად გროვდება და ბიუჯეტში სულ ზედმეტობა გვაქვს. ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, დიდხანს ვფიქრობდი გამერისკა თუ არა და კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება ისევ მომეთხოვა. იმ გამოცდილების მერე ვინმეს ნდობა ძნელია. მაინც გავრისკე და შემოსავლების სამსახურში წერილი გავგზავნე. გაგიკვირდებათ და ერთ კვირაში მორჩა ყველა პროცედურა... 10 დღეში თანხა უკან დამიბრუნდა. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი (ჯანსაღი) მიდგომა რიგ საკითხების მიმართ აღნიშვნის ღირსია",- წერს კვიჟინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×