რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) 21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს. საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობას უხდის, - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×