რეზონანსი
21.08.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ანტონოვის აშშ-ში რუსეთის ელჩად დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

ანტონოვი აქამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა. 2011-2016 წლებში ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

აშშ-ში რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ის სერგეი კისლიაკს ჩაანაცვლებს, რომლის სახელს ვაშინგტონში რიგი პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება. კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალი მაიკლ ფლინი მას შემდეგ გადადგა, რაც კისლიაკთან სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×