რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი ჩაერთო. საერთო ჯამში კი სტიქიის ზონაში ამ დროსითვის 800-მდე მეტი ადამიანი მუშაობს.

როგორც შსს-ს მინისრტმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა წუხანდელტან შედარებით დღეს უკეთესი სიტოაციაა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 300-მდე მეხანძრე ჩართული იყო. ასევე, დღეს დილით მათ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი შეუერთდა. პროცესში ასევეშსს-ს ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენია ჩართული. ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უკეთესობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც წუხელ გვქონდა. იმედს ვიტოვებ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს და იმის საშუალება მოგვეცემა, რომ ხანძრის ჯერ ლოკალიზება, შემდეგ ლიკვიდაცია მოვახდინოთ ", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გადადების საშიშროება „პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ხანძრის კერები უშუალოდ უღრან ტყეშია.

სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ხანძარი 20 აგვისტოს დღისით გაჩნდა. 21 აგვისტოს ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა, ამოვარდნილი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

გუშინ კი მოსახლეობამ საკუთარი სახლები დატოვა, რადგან შიში ჰქონდათ, რომ ცეცხლი მათ სახლამდე მიაღწევდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×