რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე 60 დღით ადრე - აგვისტოს ბოლოს გამოიცემოდა.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის გიორგი ლვირიკაშვილის კონტრასიგნაცია სჭირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×