რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩასართავად თურქეთიდან 2 ვერტმფრენი და ასევე თვითმფრინავი დაემატება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურის ინფორმაციით, ადგილზე როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა მუშაობს.

"თურქეთიდან ავიაცია კიდევ დაგვემატება. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე დაემატება", - ამბობს გომელაური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×