რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთიც ერთვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სომხეთიდან რიგი ეკიპაჟები უკვე გზაშია.

„ჩვენ აზერბაიჯანისგან ძალიან მნიშვნელოვანი პირველი დახმარება მივიღეთ. დღის ბოლოს უკვე ძალიან მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან ჩამოფრინდება - ეს გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ეს პრობლემა. მინდა ასევე ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია და ჩამოდიან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×