რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე „აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს", ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა ამ სტიქიისგან დავიცვათ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი უნდა განვიხილოთ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება საჭირო არ გახდა. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ცეცხლის განდაცული იქნება ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×