(რეზონანსი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციამ სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. ობიექტზე სამუშაოების დაწყების თხოვნით სააგენტოს სოფლის ერთადერთმა მოსახლემ მიმართა.
სოფლის სასაფლაოზე მიწის ზედა მონაკვეთზე ტაძრის ნავების გამყოფი მხოლოდ ერთი სვეტი შეინიშნებოდა, მის ირგვლივ კი, ხე მცენარეები ამოსული იყო.
გაწმენდის შედეგად სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები გამოვლინდა, იატაკის დონე და გამოჩნდა ტაძრის გარეთა და შიდა კონტურები დაზუსტდა. ასევე, ტაძრის მიმდებარედ ნაპოვნია ამავე პერიოდის სამაროვნები, რომელთა გახსნა და შესწავლაც ჯერ ჯერობით არ მომხდარა.
ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი ლაღიაშვილმა ვარაუდობს, რომ ტაძარი მე-6, მე-7 საუკუნეებით თარიღდება. მისი თქმით, ამ ტიპის ნაგებობის არსებობა აღმოსავლეთ საქართველოში უნიკალურია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის დეტალურ კვლევას 2018 წლისთვის გეგმავს.