რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძარი გაძლიერდა. ამ წუთებში ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი ართულებს და ძლიერი დაკვამლიანება შეიმჩნევა.

ადგილზე მობილიზებულია ტყის 100 მცველი. ისინი მეხანძრეებთან ერთად ცეცხლს ებრძვიან.

ბორჯომის ხეობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი იმყოფება. ცეცხლს ავიაციის დახმარებითაც აქრობენ.

საქართველოს დახმარება მეზობელმა ქვეყნებმა: სომხეთმა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და რუსეთმა გამოუთქვა. თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რუსეთის დახმარების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×