რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა განიხილეს და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. საუბარი, ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა კესტუტის იანკაუსკასს საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა, და საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და ეფექტიანობის გაზრდის, ასევე საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მარგველაშვილმს იანკაუსკასს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×