რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს დადებითად აფასებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რადგან გაჩნდა იმის გააზრება, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს კონსენსუსზე დამყარებული, ეს მისასალმებელია, თუმცა თუ არ შეიცვლება სულისკვეთება, ქვეყანა კონსტიტუციას ვერ მიიღებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ის კონსულტაციებს მიესალმება, თუმცა ამავე დროს აკვირდება ამ პროცესებს.

„ამ კონსულტაციებს მივესალმები. თუმცა, თუ სულისკვეთება არ შეიცვლება და ეს სულისკვეთება იქნება ისე, რომ ჩვენ პულტები გვაქვს და ყველაზე ჭკვიანები ვართ, მოქმედ კონსტიტუციას ვერ მივუღებთ. კონსულტაციებს მივესალმები, მაგრამ ამავე დროს არსებულ პროცესს ყურადღებით ვაკვირდები", - ამბობს მარგველაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების პირველი შეხვედრა 18 აგვისტოს შედგა, ამ შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი ტიპის დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში გაგრძელდება და შემდეგი შეხვედრაც ჩაინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×