რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის რაიონის სოფლებს, სადაც ხანძარი ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ახალი კერა საცხოვრებელი სახლის ახლოს გაჩნდა.

სოფელ დაბის მოსალეობა ქუჩაში შეკრეილები არიან და დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, ცეცხლის ახალი კერა მათ საცხოვრებელ სახლებს უახლოვდებ ადა შიშობენ, რომ სადახლებულ პუნქტებზე გადავა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ცეცხლის კერასა და მათ საცხოვრებ სახლებს შორის 100 მეტრი მანძილიც აღარ არის.

ხანრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი ართულებს. ბორჯომის ხეობაში ძლიერი დაკვამლიანება იგრძნობა.

გეტყვით, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლი 20 აგვისტოს გაჩნა. მის ჩაქრობას კი მეხანძრე მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

საქართველოს დახმარება მეზობელმა ქვეყნებმა: აზერბაიჯანმა, თურქეთმა და სომხეთმა გამოუთქვეს და ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოგზავნეს. დახმარება რუსეთმაც გამოთქვა, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მათი დახმარების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×