რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ც მზადაა. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გააკეთა.

„ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა. სიტუაცია რთულია, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ და საქართველოს ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ, რომ ხანძრის ლიკვიდაცია მოახდინოს.

„ჩვენ დამატებითი მოთხოვნა გავაგზავნეთ და ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია დავუკავშირდით. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია საქართველოს ამ ძალისხმევაში დავეხმაროთ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე დავრჩებით. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მხარე", - განაცხადა კელიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×