რეზონანსი
22.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში მაშველებისა და მოსახლეობისთვის პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

„რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვისაა გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში:

„ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები გარეთ გასვლას მოერიდეთ და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, პირბადე გამოიყენეთ. ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს შენობაში დარჩით დაბალი ტემპერატურა შეინარჩუნეთ და ფანჯრები არ გააღოთ.

„ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია უზრუნველყავით, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა. რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა, რესპირატორი გამოიყენეთ. დამატებითი სერვისების მისაღებად, სამედიცინო დაწესებულებას მიმართეთ. ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×