(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვინც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, მადლობას უხდის.
პრეზიდენტი ასევე მადლიერებას იმ სახელმწიფოების მიმართ გამოხატავს, ვინც სტიქიასთან ბრძოლაში საქართველოს დახმარება აღუთქვა.
„მადლობა ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა. ჩვენ დავინახეთ საქართველოს რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს. დავინახეთ ქართველებს რამდენიმ მეგობრები გვყავს. სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა დაფიქსირდა. ეს რა თქმა უნდა ამ რთულ მომენტში, როდესაც იმისთვის იბრძვი, რომ ადამიანური, მატერიალური ზარალი არ იყოს, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია", - ამბობს მარგველაშვილი.