რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს.

როგორც მეხანძრე-მაშველებმა პირველ არხს განუცხადეს, კერა დაახლოებით 15 წუთის წინ გაღვივდა. ამ კერას ვერტმფენიდან წყალი რამდენჯერმე დაასხეს, თუმცა მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.

წაღვერის მოსახლეობის ნაწილი სოფელ დაბაში მდებარე საგანგებო შტაბთან მივიდა და დახმარება მოითხოვა. ისინის ბრიგადების და შესაბამისი ტექნიკის გაიგზავნას და ცეცხლის კერის აღმოფხვრას ითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×