რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) სოფელ დაბაში სასულიერო პირებმა ერთობის პარაკლისი გადაიხადეს.

"მთავარია, ჩვენ განსაცდელის დაძლევა ვისწავლოთ. აქ ყოფნა გამოხატულება ამ ერთობისაა, რომ ერი და ბერი ერთად ვიბრძვით, ერთად ვლოცულობთ",- აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

სასულიერო პირებმა სტიქიის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ასევე მეხანძრე- მაშველები და ყველა ის პირი დალოცეს, ვინც ხანძრის ლიკვიდაციის პროცესშია ჩართული.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პარაკლისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×