(რეზონანსი) დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე პალტამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი კი არც ერთი წასულა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" გუშინ მიმართა. ამ საკითხზე კვირიკაშვილსა და მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინვე გამოსცა.
უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ სამხედრო მოსამსახურეები ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ.