(რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მაშველებს და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის, მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის, ხოლო დეპუტატებს ერთსულოვნებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ყველა ადამიანის სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართულობა ფასდაუდებელია
"მადლობას გადავუხდი ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია. მინდა განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სამხედრო ძალების წარმომადგენლებს გადავუხადო, გუშინ შესაბამის ოპერაციებში ჩაერთნენ და გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია ძალიან სწრაფად მოხერხდა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც პირველ რიგში ტექნიკით გვეხმარებიან. მათი დახმარება ფასდაუდებელია. აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ბელარუსმა ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიეს.
"თითოეულ დეპუტატს, ვინც აქ წარმოდგენილია მინდა მადლობა გადავუხადო. პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, რომელიც საქართველოში იყო დღევანდელ სხდომას ესწრება და ეს ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა, ნამდვილად მისასალმებელია",- განაცხადა კობახიძემ.