(რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს პარტიარქმა ილია მეორემ ბორჯომში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც.
მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და დახმარების სურვილი ბევრმაც გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით.
"ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, ლოცვა გააძლიერონ. შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი არაერთხელ აჩვენა და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ", - ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.