(რეზონანსი) „ქართული ოცნების" თავმდჯომარე მამუკა მდინარაძეს თქმით, ყველა სტრუქტურა მობილიზებულია იმისთვის, რომ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდეს.
"ყველა სათანადო სტრუქტურა, ყველა შენაერთი მობილიზებულია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხანძარი მალე ლოკალიზებული იყოს და სტიქია დამარცხებული მალე იყოს"- განაცხადა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, „ქართველებს ერთი უნიკალური თვისება გვაქვს, როცა გვიჭირს ერთად ვდგავართ და ეს შემართება აუცილებლად გადაგვარჩენს. ამ შემთხვევაშიც წარმატებას მივაღწევთ".
მდინარაძე ასევე დივერსიის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რომელიმე ვერსიის გამორიცხვა არასწორია.
„რაც შეეხება დივერსიას, გამორიცხვა ამ შემთხვევაში არ შეიძლება. არ იქნება პასუხისმგებლიანი განცხადება, რომ გამოვრიცხოთ რომელიმე ვერსია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია და ამას ხვალ, ზეგ პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს," - ამბობს მდინარაძე.