რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობა" სტიქიის შემთხვევებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესის დაწყებას მოითხოვს.

როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ბევრი კითხვები არსებობს , რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

,,კრიზისის დაძლევის შემდეგ პარლამენტში შესაბამისი საგამოძიებო პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც ერთი მხრივ შეისწავლის, ხანძარზე ხელისუფლების რეაგირება რამდენად ადეკვატური იყო და ამავე დროს ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შეისწავლის. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ საპარლამენტო შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ხელისუფლება ვალდებულია ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა.

„მიმაჩნია, რომ შესაძლოა ერთობლივი სხდომა იყოს, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე გარემოს დაცვის კომიტეტის, სადაც გვექნება შესაძლებლობა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს მოვუსმინოთ. ასევე შესაძლოა, ჩვენ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა განვიხილოთ, რადგან ამ კატასტროფის შედეგები საკმაოდ დიდია" , - განაცხადა სამადაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×