(რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ, დანაკარგის მიუხედავად, გულის გატეხვის დრო არ არის. მისი თქმით, ერთობლივი ძალებით ყველაფერი აღდგება.
„ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელორუსიამ, დახმარება გაგვიწიეს. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან დახმარებაზე შემოთავაზება ყოველ წუთს მოდის. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი მუშაობას გააგრძელებს. ერთობლივი ძალებით ამ სტიქიას აუცილებლად დავამარცხებთ და მეორე დღიდანვე მუშაობას დავიწყებთ, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ.
მისი თქმით შესაძლოა ბორჯომის ტყე-პარკის აღსადგენად შესაძლოა, სპეციალური ფონდი შეიქმნას
„შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და ტყე-პარკს აღვადგენთ ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.