რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. აღნიშნულს სააგენტო „ინტერპრენიუსი" იუწყება

როგორც ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განაცხადა, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმებებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ.

"ყველას ამოწმებენ, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია. პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები მოითხოვეს", - განაცხადა ლიკანში მყოფმა დამსვენებელმა.

შს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ინფორმაციას ყველა დამსვენებლის შემოწმების შესახებ არ ადასტურებს.

"გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ის, ვინც ინტერესის ობიექტია, საგამოძიებო მოქმედებები ყველასთან მიმდინარეობს ",- განაცხადა მღებრიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×