რეზონანსი
23.08.2017

 (რეზონანსი) განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომის ხეობაში კერების ჩასაქრობად, სპეციალური აღჭურვილობით - ალტერნატიული ცეცხლმაქრის საშუალებებით, გაემართა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული აღჭურვილობა ყველაზე მიუვალ ადგილებში მისასვლელად გამოიყენება.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკაც მონაწილეობს.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სამუშაოები რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ, ძლიერი ქარის გამო გართულებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×