რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში მოხალისედ რამდენიმე დღეა ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა იმყოფება.

მისი თქმით, ცეცხლის ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამსხვრევები იპოევეს, რომელსაც სავარაუდოდ ბენზინის სუნი ჰქონდა. მან ასევე განაცხადა, რომ ნაპოვნ მასალას და ინფორმაციას შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ სამართალდამცავებს დღეს მიაწვდიან.

"სანამ სამართალდამცველები რამეს არ იტყვიან, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის ან დიზელის სუნი ჰქონდა," - ამბობს ქაცარავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×