(რეზონანსი) გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. შემთხვევა გამთენიისას, 05:00 საათზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.