რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა.

უწყების ცნობით, ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას შეუდგა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯაფარიძეს საჯარო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში ის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო და რეგიონის საჭიროებებს კარგად იცნობს.

„დარწმუნებული ვარ, ახალი გუბერნატორი თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად, რეგიონის სწრაფი განვითარებისთვის წარმატებულ ნაბიჯებს გადადგამს ", - ამბობს გულედანი.

ჯაფარიძემ 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. 2014-2017 წლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. მანამდე კი ამბროლაურის საკრებულოს წევრი იყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×