რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში შესაძლოა, დღეს საქართველოს კათოლიკოს პარტიარქი ილია მეორე ჩავიდეს. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე ხეობაში რამდენიმე საათში ჩავა და სოფელ დაბის ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.

ბორჯომის ხეობაში, საპატრიარქოს რამდენიმე წარმომადგენელი, უკვე იმყოფება.

როგორც ცნობილია, ხანძრის გამო, ბორჯომის ეპარქიაში სამი დღის განმავლობაში ღამისთევის წირვები აღევლინება. გუშინ კი ხეობაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს პარტიარქისგან ტკბილეული გადაეცათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×