რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთეხ გადუხადა.

კვირიკაშვილი რუსეთის მიერ დახმარების შემოთავაზების საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ იმ პირობებში როდესაც ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთოებებია, „ასეთი წინადადება მისასალმებელია".

„მინდა, რომ მადლობა დახმარებისთვის, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, განსაკუთრებულად ავღნიშნო. რუსეთმა დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და ვფიქრობ, რომ ეს წინადადება მისასალმებელია. ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე პასუხიმგებლობის მარალი ხარისხი გაგვაჩნია. სწორედ გამომდინარე ამ პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხიდან, ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობა გაგვაჩნია, ასეთი წინადადება არის მისასალმებელი," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×