რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ამჟამად ავიაცია სწორედ აღნიშნული კერის დამუშავებას ახორციელებს.

იმ ადგილზე, საიდანაც კვამლი ამოდის, ამჟამად ჯანსაღი ხეებია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი გუშინ არ შეინიშნებოდა.

ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ვერტმფრენებმა დილიდან განაახლეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის განცხადებით, ვერტმფრენები ხანძრის ქრობის პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.

ხეობაში სულ 6 ვერტმფრენი მუშაობს. აქედან 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული, 1 ბელარუსული და 2 თურქული, ასევე 1 თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×