(რეზონანსი) ზუგდიდის ბაზრის გარემოვაჭრეები სამეგრელ-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოვაჭრეებმა განაცხადეს, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა.
„ჩვენს სამუშაო ადგილებს ვუბრუნდებით. რაც შეეხება წყალმომარაგების მშენებლობას, ხუთი დღე გაგრძელდება და მერე ისევ ჩვენს ადგილს დავუბრუნდებით. ჩვენი პროდუქცია უნდა მოვძებნოთ, ზოგი შენახულია, დახლები გადაყრილი", - განაცხადეს გარემოვაჭრეებმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები 27 აგვისტომდე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ, 28 აგვიატოდან 5 დღის განმავლობაში კი წყალმომარაგების კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს შეასრულებს, რის შემდეგაც გარემოვაჭრეები თავიან ადგილებს დაუბრუნებიან და გარევაჭრობას გააგრძელებენ.
წუხელ და დღეს ზუგდიდში გარემოვაჭრეები აქციებს მართავენ. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათი სავაჭრო დახლების დემონტაჟი განახორციელა, იმ მოტივით, რომ ამ ტერიტორიაზე წყლის მილები უნდა გავიდეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გვიან ღამით მერიის სამსახურებმა და სამართალდამცველებმა დახლებთან ერთად მათი სავაჭრო საქონელიც გადაყარეს.