რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. მიზეზი რამდენიმე კასრის აღმოჩენა გახდა. კასრები ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და პოლიცია გამოიძახა.

ეს ის ტერიტორიაა, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა.

თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ შესაძლოა სასაფლაოზე კასრებით წყალი აიტანეს, თუმცა სამართალდამცველები ტერიტორიას მაინც ამოწმებენ.

კიდევ ერთი არსებული მოსაზრებით, როგორც ადგილობრივები განმარტავენ, კასრებში არსებული მასალა ერთ-ერთ ადგილობრივს საფლავის მოსაპირკეთებლად სჭირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×