რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზეა დაბარებული.

ბორჯომის პოლიციიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მიმეცა ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ფერდობზე ვიპოვეთ. ნივთმტკიცება უნდა გადავცე, - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მოხალისის სტატუსით მყოფმა ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დადასტურდება, არის თუ არა ბორჯომის ხეობაში ხანძარი დივერსიის ნაწილი.

როგორც შსს-ში ამბობენ, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×