(რეზონანსი) გაჩიანში, სოფელ ყარაჯალაში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისი თქმით, პოლიციამ ადამიანის ჯგუფურ ცემასა და ძალადობაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი დააკავა, დანარჩენი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, ყველა დამნაშავე დროულად დააკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან.
22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს. მათ წამების პროცესი კამერით გადაიღეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს, თუმცა შსს-ს სპეციალურმა უწყებებმა მასალა ამოიღეს.